პროექტის სახელწოდება
|
ჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია
|
პროექტის მთავარი იდეა
|
პიროვნების მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს ჯანსაღი საკვები.მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ჯანსაღი საკვების სახეობებს და გამოიმუშაონ მათ მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება. გაიღრმავონ ინგლისურ სიტყვათა მარაგი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
|
პროექტის აქტუალობა
|
ადამიანის უმრავლესობისათვის პრობლემას წარმოადგენს არა ჯანსაღი ცხოვრების წესი,რაც გამოიხატება იმაში რომ დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ნაცვლად მიირთმევენ უხარისხო, ჯამრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცვლელ პროდუქტებს.
|
პროექტების მიზნები
|
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა, მოიძიონ ინფორმაცია და გაარკვიონ რომელი საკვებია ადამიანისათვის, ჯამრთელობისათვის სასარგებლო და რომელი საზიანო,მოზარდებმა შეძლონ ჯანსაღი საკვების პოპულარიზაია.ასევე მათ განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,კვლევის გამოკითხვის ჩატარების უნარი,სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების უნარი.ასევე ისინი გაუმჯობესებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს,შეისწავლიან საკვების სახელებსა და შესაბამის ფრაზებს ინგლისურად .
|
მონაწილეთა ასაკი
|
11-12
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობას ადამიანსა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის. მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის გადანაწილების უნარი. გაიღრმავებენ ცოდნას ინგლისურ ენაში, შეისწავლონ შესაბამის სიტყვებს, ფრაზებს ინგლისურ ენაში.
|
პროქტებისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფოტო მასალა,სლაიდები,ინტერნეტი,მარკერი ,ფერადი ფურცლები და კლიპჩარტი.
|
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
.მოზარდისათვის ჯანსაღ საკვების და კვების რეჟიმის მნიშვნელობა ექიმის კონსულტაცია.ისინი ესტუმრებიან უბნის ექიმს და გაიგებენ თუ რომელი პროდუქტია ადამიანისათვის სასარგებლო და ამვე დროს საჭირო.
.არა გემოდიფიცირებულ და ჯამრთელობისათვის საშიშ, მავნე პროდუქტების გამოფენა.მოსწავლეები გააკეთებენ რამოდენიმე fast food-ის პროდუქციას და შეძლებენ მის გამოფენას.ეს მესიჯი იქნება იმისა რომ, უარი ვთქვათ არა ჯანსაღ კვებაზე.
.ინსტალაცია .კერძოდ მოსწავლეები გააკეთებენ ორ ურნას,რომელსაც დადგამენ ქუჩაში,ერთს დააწერენ Fast food და მეორეს Healthy food.ისინი მიუთითებენ ქუჩაში გამვლელ ხალხს იმას რომ, თუ სად უნდა ჩაყარონ არა ჯანსაღი და სად ჯანსაღი საკვები.
|
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ბიოლოგია,ქიმია.
|
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
|
ანნა მემანიშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
anamemanishvili@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
anamemanishvili.blogspot.com
|
No comments:
Post a Comment