Tuesday, September 27, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
2016 წლის 1 სექტემბრიდან 27 სექტემბის ჩათვლით გავიარე ინტელის კურსი პროექტებით საწავლება. ტრენინგი მოიცავდა 9 დღეს და 36 სამუშაო საათს. ტრენერი იყო ბატონი ავთანდილ ცნობილადძე ტრენინგი შედგებოდა 8 მოდულისაგან. თოთოეული დღე მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.ტრენინგის პირველი დღე იყო უფრო ინფორმაციული, გავხსენით ჩვენთვის საჭირო საქაღალდეები, სადაც მოგვიანებით როგორც ტრენერმა გვითხრა თავი უნდა მოგვეყარა საინტერესო და საჭირო მასალებისათვის. ნამდვილად კარგი იყო ინტელის ვებგვერდის გაცნობა, სადაც თავმოყრილია მრავალფეროვანი რესურსები და ინფორმაციები, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს და მოირგოს მასწავლებელმა.ჩემთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა საკითხი, რომელიც ეხებოდა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ის რომ საკვანძო კითხვები არსებობს სამი ტიპის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ძალიან პროდუქტიული იყო შეფასების რუბრიკებზე და სქემებზე მუშაობა. რადგან ეს ის საკითხებია რომელიც მასწავლებლის ძირითადი დამხმარეა. ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე და განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, საიდანაც შევერჩიეთ ჩვენი პროექტისათვის ყველაზე მორგებული მეთოდები და ინსტრუმენტები და შევიტანეთ პროექტის შაბლონში.ასევე საინტერესო იყო Google Drive-ის ფუნქციების და მისი დადებითი მხარეების გაცნობა, რომელიც რეალურადაა შესაძლებელი ამ პროგრამის საშუალებით. ასევე ჩემთვის საინტერესო იყო online ტესტები.ასევე ტრენინგის ბოლოს გავიარეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ უკვე შესწავლილი მასალები, ასევე პროექტისათვის საჭირო ყველა მასალა ავტვირთეთ Google Drive-ზე, და ბოლოს მოვახდინეთ ბლოგის შექმნა და მასზე მასალების განთავსება.ინტელის ეს ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,საინტერესო დატვირთული ბევრი საჭირო მასალებით, ინფორმაციებით, რესურსებით. იყო ასევე პროდუქტიული და რაც მთავარია პრაქტიკაში გამოყენებადი.. დიდი მადლობა ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს ესეთი საინტერესო ტრენინგისათვის..ყველას ვუსურვებ წარმატებებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment